ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოკერბის საგა გრძელდება


1988 წელს ერთ-ერთი ამერიკული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომლიც ლონდონიდან ნიუ იორკში მიფრინავდა, შოტრალნდიის ქალაქ ლოკერბის საჰაერო ცივრცეში აფეთქდა. კატასტროფის შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა. ამ ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის მხოლოდ ერთი ლიბიელი მოქალაქე დაისჯა. ის შოტლანდიის სასამართლომ 2009 წლის აგვისტოს ბოლოს ციხიდან ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარასების, კერძოდ კი კიბოს დიაგნოზის დასმის მიზეზით გაათავისუფლა.

ხალხის ნაწილს ეგონა, რომ აბდელბასეთ ალი ალ მაგრაჰიმ ციხიდან გათავისუფლება ლოკერბის 21 წლიან საგას დაასრულებდა. მაგრამ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახები ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ უამრავი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი და ისინი სამართლებლივი გზების მონახვას ცდილობენ ამ კითხვების თავიდან წამოსაჭრელად.

ლოკერბის აფეთქების ორგანიზებისთვის დაპატიმრებული ერთადერთი ადამიანის ლიბიაში დაბრუნების საზეიმო აღნიშვნამ დაზარალებულ ოჯახებში პროტესტიგ გრძნობა გამოიწვია. შოტლანდიის სასამართლომ მაგრაჰი თანაგრძნობის ნიშნად გაათავისუფლა. მას მომაკვდინებელი კობო აქვს. ოჯახების ნაწილი პროტესტს იმის გამო გამოთქვამს, რომ მაგრაჰიმ მისჯილი 27 წლიანი პატიმრობის ნაცვლად რვა-ნახევარი წელი მოიხადა. ოჯახების ნაწილი კი იმედოვნებდა, რომ მას სასამართლო უდანაშაულოს სცნობდა.

ჯონ მოსის 19 წლის ქალიშვილი ჰელგა აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო. ჯონი მაგრაჰის გატავისუფლების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მაგრაჰის უდანაშაულობის მომთხოვნი სააპელაციო პროცესის გაგრძელება გადაიფიქრა: "მე მახარებს ის, რომ მაგრაჰი სახლში წავა, რადგანაც მგონია, რომ ის ნამდვილად უდანაშაულო იყო. ნამდვილი ტრაგედია ისაა, რომ ის აპელაციას აღარ აგრძელებს."

მოსი და მისი თანამოაზრეები იმედოვნებდნენ, რომ აპელაციის პროცესი ახალი სამხილების გამოჩენას შეუწყობდა ხელს. პან ამ ავიახაზების რეისი 103-ის აფეთქებას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრთან ერთად 11 მიწაზე მყოფი ლოკერბის მაცხოვრებელიც შეეწირა. 1991 წელს ბრიტანეთის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აფეთქება ერთ-ერთ ჩემოდანში ცამალულმა ბომბმა გამოიწვია. იმავე წელს კრიმინალური გამოძიების შედეგად ორ ლიბიელი იქნა მიჩნეული დამნაშავედ. დაღუპულთა ოჯახების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა.

გამოძიებიდან ათი წლის შემდეგ ორივე ლიბიელს ოფიციალურად წარუდგა ბრალი. სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ მეგრაჰი სცნო. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სასამართლოს შემდეგ გამოაცხადა, რომ სამართალი აღსრულდა. ლიბიის მთავრობას კი დაზარალებული ოჯახებისთვის 2.1 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა.

მიუხედავად ამისა, დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო არ იყო დამაკმაყოფილებელი. მათ შორის არის პროდესორი ჯიმ სვირი, რომელმაც აფეთქებაში ქალიშვილი დაკარგა. მას სურს დეტალურად გაიგოს რა მოხდა პან ამის რეისი 103-ის გაფრენამდე ლონდონის ჰიტროუს აეროპორტის ბარგის განყოფილებაში უცნობი ადამიანების უკანონო შესვლის დროს. ეს საკითხი სასამართლოზე არ წამოჭრილა.

"1989 წელს, მე თვითონ დავმალე ლოკერბის ბომბის მსგავსი მოწყობილობა ჩემს ბაგაჟში და ბრითიშ ეარვეიზის რეისით ისე ჩამოვფრინდი ამერიკაში, რომ აეროპორტის უსაფრთხოებას არც კი შეუნიშნავს რაიმე საეჭვო. ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ აეროპორტის უსაფრთხოებაში სერიოზული გარღვეები იყო."

ყოველწლიურად დაღუპულთა ოჯახები საკუთარ ნათესავებს ხსოვნას მიაგებენ ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს. ისინი იმედს იტოვებენ, რომ საკუთარი ხერხებით მოახერხებენ სიმართლის ბოლომდე დადგენას და გაეროსა და ადამიანთა უფლებების ევროპის სასამათლოში სარჩელების შეტანით: ძალიან მარტივია დაგავიწყდეს ის თუ რისთვის იბრძვი 20-ზე მეტი წლის განმავლობაში. ერთადერთი რაც გვინდა ის არის, რომ გავიგოთ ვინ მოკლა ჩვენი ოჯახის წევრები და რატომ არ იქნა სათანადო ზომები გატარებული იმისთვის, რომ პასუხისმგებელ უწყებებს თავიდან აეცილებინათ ეს ტრაგედია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრაგედიის გამომწვევი მიზეზები სულ სხვა იყო და მსოფლიოს კი სულ სხვა რამ წარუდგინეს."

ლიბიის ხელისუფლებამ მაგრაჰის საავადმყოფო პალატაში ვიდეო მასალის გადაღების და გავრცელების ნებართვა გასცა იმის დასადასტურებლად, რომ მაგრაჰი ნამდვილად ძალიან ავადმყოფობს და რომ ან არ უნდოდა ან არ შეეძლო სეკითხვებზე პასუხების გაცემა.

ლოკერბიში დაღუპულთა ოჯახები იმედს იტოვებენ, რომ მაგრაჰის სიკვდილთან ერთად, მათ მიერ სიმართლის გაგების შესაძლებლობაც არ მოკვდება.

XS
SM
MD
LG