პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში მოწყობილ ტერაქტს 105 კაცის სიცოცხლე შეეწირა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტერაქტის ორგანიზატორებს ლაჩრეი უწოდა, რომლებიც უდანაშაულო ხალხსაც კი არ ინდობენ, რათა საკუთარი ექსტრემისტული მიზნები განახორციელონ. ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი ხალხმრავალ ბაზარში აფეთქდა. არიან დაჭრილები. კლინტონი ამჟამად პაკისტანში იმყოფება, რათა მთელი რიგირ მოლაპარაკებები ჩაატაროს პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლებთან, გამოაცხადოს აშშ-ს პაკისტანის სამოქალაქო სექტორისადმი ამერიკის ახალი პაკეტი და შეეცადოს გაანელოს სულ უფრო მზარდი ანტი-ამერიკული განწყობილებები პაკისტანის მოსახლეობაში.
პოპულარული
1