ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი ბრიტანელი პოლიციელის სიკვდილის გამო ბოდიშს იხდის


ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ პირველად მოიხადა ბოდიში ბრიტანელი პოლიციელი ქალის, ივონ ფლეტჩერის სიკვდილის გამო, რომელიც 1984 წელს ლონდონში ლიბიის საელჩოს წინ გარდაიცვალა.

დღეს ბრიტანეთის სატელევიზიო არხისთვის სკაი ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბატონმა კადაფიმ აღნიშნა, რომ ფლეტჩერი არ იყო „მტერი“ და რომ ლიბია „ნანობს“ მომხდარს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კითხვა, თუ „ვინ ჩაიდინა“ ეს დანაშაული დღემდე უპასუხოდ რჩება.

ბრიტანეთმა გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი ლიბიასთან 1984 წელს მომხდარი მკვლელობის შემდეგ. 1999 წელს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა აღსდგა, როცა ლიბიამ პასუხისმგებლობა იკისრა ფლეტჩერის მკვლელობისთვის და ფინანსური კომპენსაცია გადაუხადა მის ოჯახს.

XS
SM
MD
LG