ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი „რიკი“ 1997 წლის შემდეგ, წყნარი ოკეანის ჩრდილო-არმოსავლეთში გაჩენილ შტორმთა შორის უძლიერესია


სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი „რიკი“ 1997 წლის შემდეგ, წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაჩენილ შტორმთა შორის უძლიერესია. შეერთებული შტატების ქარიშხალთა ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, „რიკის“ ქარის სიჩქარე საათში 285 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალი ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული მექსიკის სანაპიროს. ცენტრი თვლის, რომ ქარიშხალი ორი დღის განმავლობაში მაინც შეინარჩუნებს გამანადგურებელ ძალას, ხოლო შემდეგ მექსიკის სანაპიროსთან მიახლოვებისას ნელ-ნელა შესუსტდება.

XS
SM
MD
LG