შეერთებულ შტატებში პატიმრობაში მყოფი მექსიკელი ნარკოტრეფიკერი დანაშაულს აღიარებს. ნარკოკორტელ „არელანო ფელიქსის“ ერთ-ერთმა თავკაცმა ხესუს ჩუი ლაბრამ დღეს აღიარა, რომ მარიხუანისა და კოკაინის გადაზიდვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ლაბრას აღიარება ამერიკის პროკურატურასთან გარიგებით მოხდა. ნარკოტრეფიკერს ხუთიდან ორმოც წლამდე პატიმრობის მუხლი მიესადაგება. ხესუს ლაბრა 2000 წელს დააკავეს მექსიკის ტიხუანას შტატში, 2008 წელს კი შეერთებულ შტატებში მოუხდინეს ექსტრადიცია.