ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა უფლებების დაცვის საკითხი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს,რომ ქალთა უფლებების დაცვის საკითხი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა.

გასულ თვეს,აფრიკაში ვიზიტისას,ქალბატონმა კლინტონმა ოფიციალურ პირებთან ერთად ,კენიის ფერმერი ქალებიც მოინახულა.ასევე შეხვდა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნის გარეუბნის დასახლების პროექტის მესვეურ ქალებსაც.

ჰილარი კლინტონმა ქალთა საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პირველად მისი მეუღლის ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გამოიჩინა. მაშინ 1995წელს,პეკინში გამართულ გაეროს ქალთა კონფერენციაზე ქლაბტონმა კლინტონმა მსოფლიოში ქალთა უფლებების შელახვის შესახებ ისაუბრა.

აფრიკაში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმ ადგილებს ესტუმრა,სადაც გაეროს დაკვირვებით ქალებზე ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევათა ყველაზე მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული.

ჰილარი კლინტონმა ამ ადგილების მონახულების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე ახლახანს სქესობრივი ძალადობის ორი მსხვერპლი გავიცანი. საუბედუროდ ეს ქალები იმ მრავალთაგანი არიან,ვისაც მსგავსი სისასტიკე ცხოვრებაში გადატანილი აქვს.ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ფაქტებს,მათ ჩამდენებს და იმ ადამიანებსაც,ვინც ასეთ უმსგავსობას აფარებს ხელს"

ციტატის დასასრული

ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო დეპარტამენტის პირველ ელჩად ქალთა საკითხებში თავისი უახლოესი მეგობარი მელან ვერვერი დანიშნა. ამით მან ხაზი გაუსვა იმ მიმართულებას,რომ ამეირიდან ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ქალთა საკითხები სახელმწიფო დეპარტამენტის ჭრილში იქნება განხილული.

ჯესიკა გრაუნდსი ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური კომიტეტის"ქალები ორმოცის ქვემოთ" პრეზიდენტია.მისი აზრით:

„სახელმწიფო მდივნის ნაბიჯი,რომლის შედეგადაც მსოფლიო ქალთა პრობლემები ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განიხილება, კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება,რაც სამომავლოდ ქალთა თემას შეეხება,სახელმწიფო დეპარტზმენტის გავლით უნა გადაწყდეს.ეს კი იმას ნიშნავს,რომ დაიგმობა ქალებისადმი,როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ დამოკიდებულება."

ციტატის დასასრული

ქალბატონი გრაუნდსის თქმით, ჰილარი კლინტონის საერთაშორისო აღიარება,მსოფლიოში ქალთა საკითხების მიმართ ყურადღების გაზრდასაც ხელს შეუწყობს.

„იგი საერთაშორისოდ აღიარებული პიროვნებაა,ამან განაპირობა ის ,რომ პრეზიდენტმა ობამამ კლინტონი სახლემწიფო მდივნის პოსტზე დანიშნა.თავის დროზე,პირველ ლედად ყოფნისას,ქალბატონმა კლინტონმა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოს ქალებთან განსაკუთრებული ურთიერობა დაამყარა.მათ შორის იყვნენ:ანგელა მერკელი და კიდევ არაერთი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა."

ციტატის დასასრული

ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფო მდივანს მეტი ყურადღება ბირთვული განიარაღებისა და ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლისთვის დაეთმო.აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით , ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აპარატის უფროსი ლორენს ვილკერსონი:

„კარგია,რომ ქალტა საკითხებს ამდენად დიდი ყურადღება ეთქმობა,თუმცა ჩემი აზრით,ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხებიც ბევრი არსებობს"

ციტატის დასსარული

ვილკერსონი ასევე აღნიშნავს,რომ ქალბატონი კლინტონი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა უფლებების საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.:

„მოგეხსნებათ,რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა:ავღანეთი და პაკისტანი, ქალებს უფლებები შეზღუდული აქვთ.ამიტომაც მსგავს სიტუაციაში სახლემწიფო მდივანს განსაკუტრებული ზომიერება და წინდახედულება სჭირდება.''

ციტატის დასასრული

მიუხედავად ამისა,ქალბატონი ჰილარი კლინტონი თვლის,რომ ქალთა უფლებების დაცვის საკითხი მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით ჩვენი პლანეტის იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიურად ძალადობისა და რეპრესიის მსხვერპლი ათასობით ქალი ხდება.



XS
SM
MD
LG