ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოს ახალ ბრალდებას უყენებს



რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა თბილისი ჩეჩნეთში ტერორისტების გადაგზავნაში დაადანაშულა, განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ალ-ქაიდას დაჯგუფებასთან თანამშრომლობს. ბორტნიკოვის განცხადებით ქართული სპეცსამსახურები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ალ-ქაიდას ბოევიკ-ტერორისტების გადაყვანაში მონაწილეობენ. რუსეთის ფსბ-ს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, მან ა.ბორტნიკოვის განცხადებას ტყუილი უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის შესახებ შემდეგი განცხადება გაავრცელა :

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სიცრუის ტირაჟირებით რუსეთი ცდილობდ დაადანაშაულოს საქართველო იმ კატასტროფულ მდგომარეობაში, რომელიც თავად რუსეთმა სექმნა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. კრემლის მიერ ატეხილმა ხმაურმა ვითარების ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის შესახებ ვერ გადაფარა ამ რეგიონში რეალურად შექმნილი უმძიმესი ვითარება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი ცხელ ფაზაშია. კრემლი აცნობიერებს, რომ მისი მცდელობები კონტროლს დაუქვემდებაროს ვითარება -ამაოა და მიმართავს უკვე ნაცად საბჭოურ მეთოდებს !”
XS
SM
MD
LG