ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინჯანის სასამართლომ ექვსი ადამიანი სიკვდილით დასაჯა



ოფიციალური პირების განცხადებით, დასავლეთ სინჯანის სასამართლომ ორშაბათს ექვს ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა ივლისში მომხდარი ამბოხებების დროს ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა დანაშაულების გამო. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს სასიცოცხლო ვადით აღეკვეთა თავისუფლება.

ივლისში მომხდარი ამბოხებების დროს, რომელიც ჩინეთის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნიკური დაპირისპირება იყო, ორასამდე ადამიანი დაიღუპა. მეამბოხეები მუსლიმანური უმცირესობის უიღურების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ჩინეთის დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს, ჰანებს დაესხნენ თავს.

გასულ კვირას ამ დაპირისპირების შედეგად ალ ყაედამ ჩინეთს წმინდა ომი - ჯიჰადი - გამოუცხადა.


XS
SM
MD
LG