ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა ხელი მოაწერა  ლისაბონის ხელშეკრულებას


დღეს დილით საზეიმო ცერემონილაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა ლისაბონის ხელშეკრულებას.

ხლშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერია მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკას. შეგახსენებთ რომ გასულიწლის აპრილში პოლონეთის პარლამენტმა ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად აუცილებელი იყო პრეზიდენტის ხელმოწერა.

როგორც ბატონი კაჩინსკი აცხადებს ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომელიც ევროკავშირის რეფორმირებასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორისთანამშრომლობას ითვალისწინებს წარმატებული იქნება.

იმისათვის, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდეს, ის ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს . ჩეხეთის პარლამენტმა მოიწონა ხელშკერულება, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი აცხადებს რომ ამ დოკუმენტის დამტკიცება ჩეხეთის დამოუკიდებლობას ჩრდილში მოაქცევს.



XS
SM
MD
LG