ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყნარ ოკეანეში მომხდარმა მიწისძვრამ რეგიონში პანიკა გამოიწვია


წყნარ ოკეანეში მომხდარმაძლიერმა მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია. ახლომდებარე კუნძულების მაცხოვრებლებმა, ცუნამის შიშით მაღლობებს შეაფარეს თავი. თუმცა, როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მიწისძვრებს გამანადგურებელი ტალღების წარმოქმნა და რაიმე შესამჩნევი ნგრევა არ მოჰყოლია.შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ პირველი ბიძგი რიხტერის შკალით შვიდ მთელ რვა მეათედ ბალს აღწევდა და მისი ეპიცენტრი კუნძულ ვანუატუს სანაპიროდან სამასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მოგვიანებით პირველ ბიძგს კიდევ ორი მოჰყვა. მიწისძვრის გამო ცუნამის გაჩენის საშიშროება წარმოიშვა. ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ინდონეზიის სანაპიროებზე განგაში გამოაცხადეს. თუმცა როგორც წყნარი ოკეანის ცუნამის საშიშროების ცენტრი აცხადებს, მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ტალღა სიმაღლეში მხოლოდ ათ სანტიმეტრს აღწევდა.


XS
SM
MD
LG