მაშველები ცდილობენ დანგრეული შენობებიდან გადარჩენილთა ამოყვანას. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟონ ჰოლმსმა განაცხადა, რომ ასეულობით ადამიანია დაშავებული. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდადაა დამწუხრებული სტიქიურ უბედურებაში დიდი მსხვეპრლის გამო. 7.6 ბალის სიძლიერის მიწისძვრას ადგილი ჰქონდა ინდონეზიის კუნძულ სუმატრის შორიახლოს. მეორე მიწისძვრა კი მოხდა კუნძულ სულავეზის შორიახლოს. დაღუპულთა უმრავლესობა მოდის სუმატრის ქალაქ პადანგზე, სადაც დაუზუსტებელი მონაცემებით 500 შენობა მთლიანად დაინგრა.