ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყნარი ოკეანის სამხრეთ კუნძულებს თავს ცუნამი დაატყდა 


ოფიციალური ცნობებით,წყნარი ოკენის სამხრეთი კუნძულებსცუნამი დაატყდა თავს. მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის 110 ადამიანია. ცუნამი ოკეანის ფსკერზე მომხდარმა 8 ბალიანმა მიწისძვრამ გამოიწვია. მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა სამოაშია დაფიქსირებული, სადაც სამაშველო ოპერაციების ინფორმაციით 84 ადამიანი დაიღუპა. ამერიკურ სამოაზე 24 ადამიანია დაღუპული ხოლო დანარცენი შვიდი კუნძულ ტონგაზე.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკულ სამოაზე ფედერალური სამაშველო ჯგუფები გაგზავნა და სამოას პრემიერ მინისტრს დახმარება აღუთქვა.



XS
SM
MD
LG