ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  გაეროში სიტყვით გამოდის


ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს ისტაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და ვენესუელის პრეზიდენტის ჰუგო ჩავესის გამოსვლებია დაგეგმილი. დღესვე გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოვა სიტყვით. მსოფლიოს ლიდერების წინაშე წარსდგება იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა და მადაგასკარის ლიდერი ანდრიუ რაჯოილინა, მიუხედავად იმისა რომ მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოთა კავშირი.


XS
SM
MD
LG