საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო ავღანელ ემიგრანტთა ბანაკის ლიკვიდაცია
საფრანგეთის პოლიციასა და ავღანელ ემიგრანტებს შორის ატყდა ჩხუბი როდესაც ფრანგმა პოლიციელებმა დაიწყეს ავღანელ ემიგრანტთა იმპროვიზებული ბანაკის ლიკვიდაცია ჩრდოლოეთ საფრანგეთში.
შეხლა-შემოხლა დაიწყო მაშინ, როდესაც პოლიციამ და საპორტო ქალაქის კალეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაღწიეს დროებითი ბანაკის ტერიტორიაზე, რომელიც შეიცავდა კარვებსა და მეჩეთს.
საფრანგეთის ემიგრაციის მინისტრის განცხადებით, ბანაკში ანტისანიტარული პირობები სუფევდა და მისი ტერიტორია იმ კრიმინალური ჯგუფების სათარეშო გახდა, რომელიც ადამინათა უკანონო გადაყვანას ახორციელებდნენ.
მაგრამ ემიგრანტები აცხადებენ, რომ მათ სახლ-კარი არ გააჩნიათ. ხოლო ადამიანთა უფლებების აქტივისტების თქმით, ემიგრანტების გამოსახლებით არაფერი გადაწყდა რადგან არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს უბრალოდ ქალაქ კალაის სხვა ნაწილში გადაიყვანენ.
ათასობით მამაკაცი და ახალგაზრდა ავღანეთიდან და სხვა სამხედრო კონფლიქტებით დაზარალებული ქვეყნებიდან ქალაქ კალეში ჩადიან, სადაც ისინი ლამანშის გადაკვეთას აპირებენ ბრიტანეთში მოსახვედრად.