ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კარზაიმ წარმატებას მიაღწია


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხმათა 54-ი პროცენტი მოიპოვა. იმისათვის, რომ ეს მონაცემები საბოლოოდ დაამტკიცონ ჯერ ჩატარდება გაყალბების შემთხვევების შესახებ მონაცემების გამოძიება. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ. კარზაის მეტოქემ აბდულა აბდულამ ხმათა დაახლოებით მხოლოდ 28 პროცენტი მოიპოვა. ისაუბრა რა ელექტორატის აქტივობაზე კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ამომრჩეველთა 38-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მიუხედავად თალიბების შიშით ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

XS
SM
MD
LG