ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში მოკლულია ოფიციალური პირი


დაღესტანში მოკლულია რამოდენიმე მეამბოხე და ხელისუფლების წარმომადგენელი

დაღესტნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეამბოხეებმა მოკლეს ოფიციალური პირი, რომელიც პროკურორის ოფისში მუშაობდა.

ცნობის თანახმად, მსხვერპლი - მადსუდ მაკსუდოვი - საპატიმროებს კურირებდა. იგი მოკლულ იქნა დღეს დილით, როცა სახლიდან გადიოდა.

ოფიციალურ პირთა ცნობით, დაღესტნის ტაბასარანის რეგიონში ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიების ჩატარების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს ოთხი მეამბოხე.

ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მოკლულ მეამბოხეთა ვინაობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

XS
SM
MD
LG