გერმანიაში ქვეყნის კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ტიურინგიის მიწის მინისტრ-პრეზიდენტი დიტერ ალტჰაუსი გადადგა. ტიურინგიის მმართველის გადადგომა გასულ კვირა დღეს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში განცდილმა მარცხმა განაპირობა. კონსერვატორმა რისტიან-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ ოცდათერთმეტი პროცენტის დაგროვება შესძლეს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათ ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციის შექმნა დასჭირდებათ. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სოციალისტებს კოალიციაში ალტჰაუსის შეყვანა არ სურთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ავსტრიის ალპებში თხილამურებით სრიალისას ალტჰაუსი ქალს შეეჯახა. შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო დიტერ ალტჰაუსმა კი თავის მძიმე ტრავმა მიიღო.