დღეს ფრანკფურტში შეხვედრაზე განიხილება ირანის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება თუ თეირანი არ შეაჩერებს თავის ბირთვულ პროგრამას. გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა წევრმა აშშ-მა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა , რუსეთმა და პლიუს გერმანიამ შესთავაზეს ირანს სავაჭრო სფეროში დახმარება ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ. როგორცირანის ბირთვულ საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი აცხადებს, ირანი მზადაა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ისაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით. ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ საიდ ჯალილიმ, განაცხადა, რომ მათ აქვთ განახლებული შემოთავაზებები.
მომზადებული პაკეტი მიოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს. ობამას ადმინისტრაცია აცხადებს რომ მათ არ მიუღიათ არანაირი შემოთავაზებები ირანის მხრიდან. მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იან კელიმ ისიც დასძინა რომ ვაშინგტონი მზადაა გადახედოს ყველა შემოთავაზებას.