ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დიდლიდან ბოსტონის კათოლიკურ ეკლესიაში კენედის ოჯახის ახლობლებმა მოიყარეს თავი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა დღეს სენატორ ტედ კენედის პანაშვიდზე გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს. კენედი ამერიკის ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური ოჯახის პატრიარქი იყო.

დღეს დიდლიდან ბოსტონის კათოლიკურ ეკლესიაში კენედის ოჯახის ახლობლებმა მოიყარეს თავი. პანაშვიდს ამერიკის პოლიტიური ელიტის წარმოამდგენელებიც დაესწრებიან. მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში.სამგლოვიარო ცერემონიას 60-მდე სენატორი დაესწრება. დღეს მოგვიანებით სენატორ კენედის არლინგტონის სასაფლაოზე თავისი ძმების პრეიზდენტ ჯონ და სენატორ რობერტ კენედების გვერდით დაკრძალავენ.

სენატორი ედვარდ კენედი 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG