ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მოგება 7%-ით გაიზარდა


მსოფლიოს უდიდესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2008 წლის ივნისიდან 2009 წლის ივნისამდე, მოგება 7%-ით გაიზარდა.

დიაჯიო ისეთ პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს, როგორებიცაა გინესი, სმირნოვი, ბეილისი და ხოსე ქუერვო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ამ კომპანიაზეც მოახდინა გავლენა, რომელიც იძულებული გახდა გასულ წელს შოტლანდიაში 900 სპეციალისტი გაენთავისუფლებინა სამსახურიდან.

XS
SM
MD
LG