გაზეთ
“ნიუ იორკ თაიმსის” დღევანდელ გამოშვებაში ანონიმ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნულია,
რომ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს
მიერ პატიმართა ჩაგვრის ბრალდების სასამართლოში განხილვას გეგმავს. აქ ნათქვამია
ის, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის უწყებამ შეერთებული შტატების გენერალურ
პროკურორს ერიკ ჰოლდერს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს დაზვერვის ცენტრალური
სააგენტოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულთა აკრძალული ხერხებით დაკითხვის პრაქტიკის
გამოძიება ურჩია. საქმის გახსნის შემთხვევაში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს
თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. თუმცა პრეზიდენტი
ობამა აცხადებს, რომ მას არ სურს წინა ადმინისტრაციის საქმეებით დამძიმება. ასევე
დღეს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შიდა გამოძიება ბუშის ადმინისტრაციის დროს
გამოყენებული დაკითხვის მეთოდების დეტალურ ანგარიშს წარადგენს.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ პატიმართა ჩაგვრის ბრალდების სასამართლოში განხილვას გეგმავს
პოპულარული
1