ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციისა და სამართალდამცავების თანამშრომლობა გრძელდება


ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს გაანთავისუფლებენ პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის.

ზურაბ აბაშიძემ, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ალიანსი საქართველოდან განაცხადა, რომ დაახლოებით, 10 აქტივისტს, მათ შორის ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკური პარტიებიდან წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვლებათ.

12 აგვისტოს შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა შსს-ს გადასცეს მათი დაპატიმრებული თანამებრძოლების სია, რომელთაც ოპოზიციის თქმით, ”გამოგონილი ბრალდებები” ჰქონდათ წაყენებული. ერთ-ერთი ასეთი სია მოიცავდა 48 აქტივისტს სხვადახვა პარტიებიდან, რომელიც ალიანსმა საქართველოსთვის გადასცა სამართალდამცავებს.

ზურაბ აბაშიძე - ”ჩვენ ზომიერად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და არც ვქმნიდით ილუზიას, რომ ყველა ეს ადამიანი დაუყოვნებლივ იქნებოდა განთავისუფლებული, მაგრამ პროცესი დაიწყო და დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან გარკვეული ადამიანები უკვე გამოდიან [პატიმრობიდან]; აღმკვეთი ღონისძიება მათ ეცვლებათ სხვა უფრო მსუბუქი ფორმებით.ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ”პოლიტიკური პატიმრების” ჰყავს ქვეყანაში. ”მაგრამ ამ ეტაპზე ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ აქტივისტების გათავისუფლებას ”

შსს-ის ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამოდენიმე ადამიანი უკვე განთავისუფლებულია, თუმცა მათი გვარების ან რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა ჯერ არ იგეგმება, სამინისტრო ”აგრძელებს თანამშრომლობას” ოპოზიციასთან რეგულარული კონტაქტების მეშვეობით.

”არავითარი პრობლემა არ იქნება რომ ამგვარი შეხვედრა [მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის] გაიმართოს, თუკი ამის საჭიროება დადგება,”- აღნიშნა მან შოთა უტიაშვილმა.

თუმცა ამავე დროს, გასულ კვირას გორის სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს დავით გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს, რომლებიც ”პოლიტიკური პატიმრების” იმ სიაში იყვნენ, რომელიც შსს-ს გადაეცა, ოთხი და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა ხელყუმბარის უკანონო ფლობისა და ტარების; და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით, შესაბამისად.

უტიაშვილის განმარტებით, ზოგიერთ საქმეში ოპოზიციონერი აქტივისტების ”მძიმე დანაშაული” იკვეთება, რაზეც მან მიანიშნა, რომ ძნელი იქნება ამ შემთხვევებზე ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მისი პარტიის 5 წევრია დაკავებული და მათი გვარები გადაეცა შსს-ს გასული კვირის შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც თავად კონსერვატორები არ ესწრებოდნენ.

”ჯერ-ჯერობით ჩვენი არცერთი აქტივისტი არ გაუთავისუფლებიათ. დღეს 20 აგვისტოს დანიშნულია სასამართლო ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტის საქმეზე და ვნახოთ, რა იქნება,”- განაცხადა კუკავამ.


XS
SM
MD
LG