ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადმა პარლამენტში ახალი კაბინეტის  სია წარადგინა


ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება რომ პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა პარლამენტში თავისი ახალი კაბინეტის სია წარადგინა.

კანდიდატებს შორის არიან მანუჩერ მოტაკი , რომელიც გააგრძელებს საგარეო საქმეტა მინისტრის პოსტზე მუშაობას, თავდაცვის მინისტრი მუსსტაფა მუჰამედ ნაჯარი ახალ თანამდებობას შეიფარდებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახით.

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ნომინანტთა შორის სამი ქალბატონიცაა, რაც ისლამური რესპუბლიკის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველ შემთხვევას წარმოადგენს. მათ დაეკისრებათ ჯანდაცვის, განათლების და სოცილაური დახმარების სფეროების ხელმძღვანელობა.ვაჭრობის ამჟამინდელი მინისტრი მასუდ მირკაზემი დასახელდა მჯინისტრად ნავთობის მოპოვების დარგში.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და წარუდგინოს სია პარლამენტს განსახილველად. ეს ვადა გუშინ ამოიწურა.


XS
SM
MD
LG