საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვა. ქვეყნების ეს დაჯგუფება 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა და აერთიანებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს.
საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თბილისის მთავრობა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს შეასრულებს დსთ-ს ფარგლებში.
გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ხუთ დღიანი ომის ბოლო საათებში განცხადება გააკეთა ქვეყნის გადაწყვეტილების თაობაზე დატოვოს ალიანსი. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და უფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ხელშეკრულებების შექმნაზე მუშაობა.