პარასკევს ავღანეთის პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს.
მათი მიზანია დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში ამომრჩევლის ხმები მოაგროვონ. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი , რომელიც ამ არჩევნებში მთავარ კანდიდატად ითვლება , ქალაქ ჰერატში იმყოფება. მეორე პრეტენდენტი ამ თანამდებობაზე აბდულა აბდულა დაი კუნდის პროვინციაში იმყოფება. 20 აგვისტოს არჩევნებში წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ კარზაი გაიმარჯვებს . კარზაის, გამოკითხულთაგან 44 % -ი უჭერს მხარს, ხოლო აბდულა აბდულას კი 26%.
კანდიდატებს ესაჭიროებათ 50%- ზე მეთი ხმის დაგროვება რატა ტავიდან აიცილონ არჩევნების მეორე ტური.
ამასთან კვირას ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ჰუმან რაიტს ვოჩმა დაადანაშაულა პრეზიდენტი კარზაი არჩევნებში მოგების საფასურად „გაუგანარ გარიგებაზე" წასვლის გამო. მათი განცხადებით კარზაიმ იმისათვის რომ მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები დაუშვა წიანააღმდეგობრივი ქორწინების კანონის მიღება , მხოლოდ მინიმალური ცვლილებებით.