”მაინტერესებს იმის ნახვა, თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთი,”- განაცხადა პუტინმა ვიზიტამდე აფხაზი ჟურნალისტებისთვის სოჭში მიცემულ ინტერვიუში.
”ჩვენ ახლა ვამზადებთ დოკუმენტების მთელ პაკეტსეკონომიკის, სოციალური სფეროს განვითარებისთვის, უსაფრთხოების საკითხებზე, საზღვრის დაცვაზე - და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება ყურადღების ცენტრში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს,”- განაცხადა პუტინმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა ”პატივისცემა” აფხაზებისა და ოსების მიმართ და უნდა ეღიარებინა ”წარსულიშეცდომები”.
აფხაზეთში ვიზიტისას რუსეთის პრემიერ–მინისტრმა 1992-93 წლების ომის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შემკო.
ვლადიმერ პუტინი სოხუმის სამშობიარო სახლსაც ეწვია. სამშობიაროში პუტინს ორი ახალშობილი აჩვენეს, რომლებსაც ვლადიმერი და დიმიტრი დაარქვეს.
პუტინს სოხუმში ვიზიტისას თან ახლდნენ: რუსეთის ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი იგორ ლევიტინი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკლოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე ტკაჩოვი.
ვლადიმერ პუტინის თანმხლებ დელეგაციაში კომპანია ,,როსნეფტის“ პრეზიდენტი – სერგეი ბოგდანოვიჩიც შედიოდა.
ბოგდანოვიჩი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის მთავრობისგან, აფხაზეთის შელფზე საბადოს მოპოვებაზე ლიცენზიას მიიღებს, რათა შემდგომში ნავთობის საძიებო სამუშაოები აწარმოოს. ,,როსნეფტის“ პრეზიდენტმა ამის შესახებ, თავად განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაახლოებით 1.5 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შსს ერთ კვირაში გასცემს მათ პასუხს ოპოზიციის მხარდამჭერების”პოლიტიკურად მოტივირებულ” საქმეებზე და ასევე მათ მიეცემათ შსს-ს ხელმძღვანელობასთან შეუფერხებელი კონტაქტის შესაძლებლობა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა შსს-ს გადასცეს მათი აქტივისტების სია, რომლებიც ბოლო თვეებში იქნენ დაკავებული, როგორც თავად აცხადებენ, ძირითადად ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებული გამოგონილი ბრალდებებით საპროტესტო აქციების მსვლელობისას.
”შეთანხმება შედგა, რომ ის მასალები და კონკრეტული მონაცემები, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრს, მათი მხრიდან შესწავლილი იქნება და დაახლოებით ერთ კვირის ვადაში კონკრეტული პასუხები იქნება შსს-ს მხრიდან. ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება შესაძლებლობა 24-საათიან რეჟიმში ოპოზიციიდან კავშირის საშუალების შსს-ის ხელმძღვანელობასთან, თუკი პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერები გაგრძელდება,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების და ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა.ეს ორივე ნაბიჯი, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი კეთილი ნების ნაბიჯი,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მომდევნო ერთი კვირა იქნება ხელისუფლების გამოცდა, თუ რამდენად შედეგიანია მსგავსი ტიპის შეხვედრები