ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა დაიწყო აფრიკის შვიდი ქვეყნის ტური კენიაში


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაიწყო აფრიკის შვიდი ქვეყნის ტური კენიაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს კენიაში ჩავიდა რითაც დაიწყო მისი აფრიკის ტური, რომელიც შვიდ ქვეყანაში სტუმრობას ითვალისწინებს. ამ ტურის მიზანია იმის დამტკიცება, რომ ობამას ადმინისტრაციისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტს წარმოადგენს. კლინტონის 11-დღიანი მოგზაურობა ყველაზე ხანგრძლივი იქნება იმის შემდეგ რაც იგი დაინიშნა შეერთებული შტატების მთავარი დიპლომატის თანამდებობაზე ამა წლის იანვარში. ოთხშაბათს კლინტონი მიმართავს ნაირობიში გამართულ ფორუმს რომლის მიზანია შეერთებულ შტატებსა და აფრიკის 40 სახელმწიფოს შორის ვაჭრობის გაღრმავება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2000 წელს ვაშინგტონმა აამოქმედა შეერთებული შტატების აფრიკის განვითარებისა და შესაძლებლობის აქტი რითაც საჰარის რეგიონის ქვეყნების საიმპორტო საქონელი ბაჟებისა და კვოტებისგან განთავისუფლდა.

ვიზიტის განრიგის მიხედვით დაგეგმილია კლინტონის შეხვედრები კენიის პრეზიდენტ მუაი კიბაკისა და პრემიერ მინისტრთან რაილა ოდინგასთან. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ამ ორ ყოფილ მეტოქეს პოლიტიკური შემრიგებლობისკენ, რომელიც 2008 წელს გაფორმებულ ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმებას უნდა დაეყრდნოს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა შეთანხმებ ბოლო მოუღო ძალადობის ტალღას, რომელიც 2007 წლის არჩევნების სადავო შედეგებს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG