ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი დამკვირვებლები კიშინიოვიდან დაბრუნდნენ



დღეს დილით კიშინიოვიდან თბილისში დაბრუნდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების 11 დამკვირვებელი და ორი სამართლიანი არჩევნების წევრი, რომლებიც მოლდოვას დედაქალაქში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გრძელვადიანი დამკვირვებლების სტატუსით უნდა დასწრებოდნენ. ქართველი დამკვირვებლები მოლდოვას ხელისუფლებამ კიშინიოვის აეროპორტში დააკავა და მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.

რა მოხდა კიშინიოვში?! როგორ იცავდა საქართველო თავის მოქალაქეებს უცხოეთში?! - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების ქსელის დირექტორი ანა მიქელაძე ამბობს, რომ დაკავების ოფიციალურ მიზეზად მოლდოვას მხრიდან დასახელებული იქნა დამკვირვებლების მხრიდან მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაციის არქონა, თუმცა სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ კანონმდებლობის თანახმად ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქეს მოლდოვას ცსკ-ოს აკრედიტაცია არ სჭირდება..

სამართლიანი არჩევნების 11 წარმომადგენელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კიშინიოვის აეროპორტში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიოსტროს, საერთაშორისო ორგანიზაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ჩარევით დეს დილით მოხერხდა დაკავებულების საქართველოში დაბრუნება..

XS
SM
MD
LG