ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია გუანტანამოს საპრყობილეში მყოფი პატიმრების საქმეების განხილვას ვერ ასწრებს


ოფიციალურ პირთა ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტის ოპერატიულ ჯგუფს, რომელსაც ამ სამშაბათს ევალებოდა წინასწარი მოხსენების გამოქვეყნება, დოკუმენტის დასამთავრებლად დამატებითი ექვსი თვე მიეცა. მოხსენების სანაცვლოდ ოპერატიულმა ჯგუფმა მოამზადა მოკლე შუალედური პატაკი რომელშიც სხარტად განხილულია თუ როგორ უნდა განხორციელდეს 229 პატიმარის გასამართლება გუანტანამოს საპყრობილეში.

აღსანიშნავია ისიც რომ ცალკე შექმნილ ოპერატიულ ჯგუფს, რომელსაც პატიმართა გამოკითხვის პროცესის შესწავლა ევალებოდა, აგრეთვე მიეცა ორი თვის დამატებითი დრო მოხსენების დასამთავრებლად.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაარსა ხსენებული ოპერატიული ჯგუფები იანვარში, როცა მან გასცა ბრძანება გუანტანამოს საპყრობილეს დახურვის შესახებ. ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აღნიშნავენ რომ ხსენებული მოხსენებების დაგვიანების მიუხედავად გუანტანმოს საპყრობილე დაიხურება იანვარში ობამას ბრძანების თანახმად.

XS
SM
MD
LG