ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს ცნობით, შემდეგი ათი წლის განმავლობაში 65-ს გადაცილებული პირები პირველად კაცობრიობის ისტორიაში რაოდენობრივად 5-მდე წლის ასაკის ბავშვებს გაუსწრებენ. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას.
ხსენებული ანალიტიკური მოხსენება ამერიკის სიბერის შემსწავლელი ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით მომზადდა. მოხსენებაში აღნიშნულია რომ 2040 წლისთვის დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი 65 წლის ასაკს იქნება გადაცილებული.