ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: სიახლეები ქართულ ტელემედიაში



ქართული საზოგადოებისათვის მედია ისევ ერთერთ აქტუალურ და საინტერესო სფეროდ რჩება, მედიაში მიმდინარე პროცესები კი ერთერთ ყველაზე მტკინვეულ საკითხად.

უკანასკნელი ხნის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია სამ ნაციონალურ ტელეარხზე ახალი თავმჯდომარეების დანიშვნის და ზოგიერთის გადაყენების შესახებ. ლევან ყუბანეიშვილი ტოვებს საზოგადოებრივი ტელევიზიის პოსტს და მის ადგილს დროებით, არხის გენერალური პროდიუსერი გია ჭანტურია იკავებს, რუსთავი2-ზე ნინო შუბლაძე არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ გადადის, საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელად კი ძველი “რუსთავი ორელი” ირმა ნადირაშვილი ინიშნება, “იმედი” ჰოლდინგის თავმჯდომარედ კი გიორგი ისაკაძის ნაცვლად, გიორგი არველაძე მოდის, რომელსაც ბევრი აკავშირებს ქართული მედიის პოლიტიკასთან.

მედია მკვლევარი და ჟურნალისტი ია ანთაძე ამ სიახლეებთან დაკავშირებით აღნიშნავს.

ია ანთაძე-ბოლო ხანს ცვლილებები შეიმჩნევა ტელევიზიების მაღალ მენეჯმენტში. უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ სინქრონულად რამდენიმე ცვლილება მოხდა. ჩვენ იძულებულები ვართ ვიფიქროთ, რა გადაადგილება მიდის ტელემედიაში. მოცემული სურათიდან რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება. ლევან ყუბანეიშვილის წასვლა, ნინო შუბლაძის წასვლა საინფორმაციოს თავმჯდოამრეობიდან და გიორგი არველაძის მოსვლა იმედის ჰოლდინგის უფროსად, შეიძლება რომ რაღაცას დავუკავშიროთ ეს ცვლილებები. აქამდე ის სურათი რომელიც გვქონდა, ანუ თავმჯდომარეები, ვიცით რომ გივი თარგამაძის მიერ იყო მომზადებული. ახლა უნდა ვიფიქროთ, ვინ არის ამ “წარმატებული” გადაადგილების ავტორი. თუკი ნინო შუბლაძე, როგორც ხმა ვრცელდება ,გადავა პირველ ახრზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვის აწყობს ეს ადამიანები ნაციონალური ტელეარხების სათავეში. ეს არის ვანო მერაბიშვილი, სწორედ მასთან დაახლოებული პირები რჩებიან დღეს ნაციონალური არხების თავში. ამ სამი არხის მართვა დღემდეც კოორდინირებული იყო და ისინი ერთ ხმაში საუბრობდნენ. დღეს იქმნება უფრო მეტად კონცენტრირებული, უფრო მეტად დაახლოებული ერთ პირთან და ეს არის მერაბიშვილი. მაგრამ, მე არ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტის გარეშე ხდება, სწორედ მასთან შეთანხმებულად გადაწყდა, როგორც ჩანს, რომ ტელევიზიების მმართველობა მთლიანად დაექვედებაროს ვანო მერაბიშვილის კონტროლს.

ამ გადაადგილებების შედეგად ქართულ სატელევიზო მედიაში საერთო სურათი რომ არ შეიცვლება, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ დაველოდოთ მოქმედების განვითარებას და ვნახოთ, იქნება თუ არა ცვლილებები დეტალებში.

.
XS
SM
MD
LG