ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიის პოლიციის განცხადებით,  ჯაკარტაში ერთდროულად რამოდენიმე აფეთქებას ჰქონდა ადგილი



ინდონეზიის უშიშროების მინისტრი აცხადებს, რომ რიც კარლტონისა და მერიოტის სასტუმროებთან

ერთმანეთის მიყოლებით სულ რაღაც რამოდენიმე წუთის ინტერვალით მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა. ოფიცილური პირების განცხადებით დაზარალებულთაგან უმრავლესობა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბომბები რიც კარლტონის რესტორანთან და მერიოთის სარდაფში იყო დადებული, რიც კარლტონის შუშები ძლიერი აფეთქების შედეგად დაიმსხვრა. კიდევ ერთი აუფეთქებელი ბომბი მერიოტის შენობაში აღმოაჩინეს. ჯაკარტის პოლიციის განცხადებით ტერორისტები სავარაუდოდ ამავე სასტუმროების სტუმრები იყვნენ.

ამ დროისათვის პასუხისმგებლობა არავის აუღია თავის თავზე. მაგრამ, მსგავსი სცენარით ტერაქტები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ტერორისტულ ქსელს ჯემაა ისლამიას ჰქონდა განხორციელებული წარსულში. ოფიციალური პირები იუწყებიან რომ ჯაკარტაში მომხდარ აფეთქებებში ამ ქსელის ერთ-ერთი მთავარი ბომბის შემქმნელი ნურდინ მუჰამედ თოფია გარეული.ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბან იუდოიონომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და საქმის სასწრაფო გამოძიებისკან მოუწოდა.

XS
SM
MD
LG