ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ჩამოვარდინილი თვითმფრინავის შავი ყუთები ნაპოვნია


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან , რომ ნაპოვნია ორი შავი ყუთი იმ თვითმფრინავისა რომელმაც კატასტროფა ირანის ჩრდილოდასავლეთით განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, რომელთა რიცხვი 168-ს შეადგენდა , დაიღუპა. დღეს აღმოჩენილი შავი ყუთები მედიის განცხადებით ძალზედ დაზიანებულია. მაგრამ ექსპერტები მაინც ცდილობენ გაარკვიონ კატასტროფის მიზეზები. თვითმფრინავი ავიოკომპანია კასპიან ეირლაინს ეკუთვნოდა და გეზი ერევნისკენ ჰქონდა აღებული. თვითმპირნავმა სტარტი თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აიღო და 16 წუთის შემდეგ ქალაქ ქაზვინის მახლობლად ჩამოვარდა. აშშ-მა სამზიმარი გამოხატა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. აშშ-ს ირანტან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია, ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი შვედი დიპლომატებისა და ერევანში აშშ-ის საელჩოს დახმარებით ცდილობს გაარკვიოს იმყოფებოდნენ თუ არა კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ის მოქალაქეები.


XS
SM
MD
LG