ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული გემი წვრთნებს ახორციელებს საქართველოში



ამერიკული საზღვაო ფლოტის ფრიგატა შეურთდა საქართველოს სანაპირო ძალებს ერთობლივ მანევრებში მონაწილეობის მიზნითა და ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დასანახად.

მანევრებში მონაწილეობენ ამერიკული საზღვაო ფლოტის გემი “სტაუტი” და საქართველოს სანაპირო დაცვის გემები. წვრთნები საქართველოს კუთვნილ ტერიტორიულ წყლებში ტარდება ქართულ საპორტო ქალაქებს ფოთსა და ბათუმს შორის.

აღსანიშნავია რომ ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში სამშაბათს შევიდა, როცა ჩრდილოეთით რამოდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით რუსეთის საჰაერო ძალებმა გამართეს წვრთნები ქალაქ ნოვოროსიისკთან.

ამერიკული გემი წვრთნებს ახორციელებს საქართველოში

XS
SM
MD
LG