დღეს ცხინვალში მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩავიდა.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების განცხადებით, მედვედევი შეხვდა სეპარატისტულ ლიდერს ედუარდ კოკოითს.
იტარ ტასი იტყობინება, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დღევანდელი შეხვედრა მედვედევის პირველი ვიზიტია ცხინვალის რეგიონში.
ქართველმა ოფიციალურმა პირებმა დაგმეს მედვედევის ვიზიტი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ფაქტი.