ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ბრიტანელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი პოლიციელი მოკლეს


ორი ბრიტანელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი პოლიციელი მოკლეს ავღანეთის სამხრეთში მიმდინარე ბრძოლების დროს.

ღაზნის პროვინციაში განხორციელებული შეტევისას თავის მხრივ კოალიციურმა ძალებმა მოწინააღმდეგის რამდენიმე მებრძოლი გაანადგურეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პაკისტანის მოსაზღვრე რაიონში ორი ავღანელი პოლიციელი ნაღმზე აფეთქდა.

ჰელმანდის პროვინციაში კი ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბებთან ბრძოლაში. ამ რაიონში ამერიკელებმა დიდი შეტევა წამოიწყეს თალიბთა წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG