შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიან დემონსტრაციის დარბევის ფაქტი.
ბარაქ ობამა ეს განცხადება დიდი რვიანის შეხვედრის დათავრების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით ირანის ხელისუფლების მოქმედება, არღვევს სდაერთაშორისო ნორმებს, რაც ჟურნალისტების საქმიანობის აკრძალვასა და საელჩოების თანამშრომელთა დაპატიმრებაში გამოიხატება.
აღსანიშნავია რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს განცხადება თეირანში დემონსტრაციების ახალ ტალღას დაემთხვა რომელიც სტუდენტური გამოსვლების 10 წლისთავს მიეძღვნა.