პაკისტანის უშიშროების
სამსახური აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გასროლილმა რაკეტამ
14 თალიბი მეამბოხე მოჰკლა. მათივე განცხადებით გასროლა თალიბთა საწვრთნელ ბანაკზე
განხორციელდა .
ოფიციალური პირების
განცხადებით ინცინდენტი დღეს სამხრეთ ვაზირისტანში ავღანეთის საზღვართან მოხდა. წინასწარი მონაცემებით
გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ არიან უცხოელებიც.
შეგახსენებთ რომ ეს რეგიონი ითვლება თალიბთა ლიდერის
ბაითულა მეჰსუდის დასაყრდენად. იგი იძებნება როგორც აშშ-ის ისე პაკისტანის ოფიციალური
პირების მიერ. მას ბრალად ედება მთავრობასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე
თავდასხმების ორგანიზება. მას აგრეთვე მიიჩნევენ პაკისტანში ალყაიდას მთავარ კოორდინატორად.