ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის ავაილაინერის ე.წ. შავი ყუთი დღეს აღმოაჩინეს ოკეანეში


კომორის კუნძულებთან ჩამოვარდნილი იემენის ავაილაინერის ე.წ. შავი ყუთი დღეს აღმოაჩინეს ოკეანეში. საფრანგეთის და იემენის ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადებით აქ აღბეჭდილი ინფორმაციის შემოწმებას დღესვე შეუდგებიან. იემენის თვითმფრინავში რომელიც ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა 153 მგზავრი იმყოფებოდა. მხოლოდ ერთი მათგანი 14 წლის ბაჰია ბაკარი გადარჩა რომელიც დედასთან ერთად მიემგზავრებოდა საფრანგეთიდან კომორის კუნძულებზე. ამ გოგოს მამამ საფრანგეთის რადიოს განუცხადა რომ მისმა ქალიშვილმა ოკეანეში ჩავარდნილ თვითმფრინავის ნამსხვრევებს ჩასჭიდა ხელი სანამ მაშველები გადარჩენდნენ.

XS
SM
MD
LG