ლიბიაში აფრიკის კავშირის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის პრობლემებს ეძღვნება.
გარდა ამისა აფრიკის ქვეყნების ლიდერები სომალისა და სუდანში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც განიხილავენ ზიმბაბვეში შექმნილ არასტაბულურობასთან ერთად.
შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰამადინეჟადის გამოსვლაც იყო დაგეგმილი რომელიც ბოლო მომენეტში გადაიდო.
ასევე გაუქმდა იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ვიზიტიც იტალიაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რომელსაც 16 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა.