ყაზახეთის პრეზიდენტმა
ნურსულთან ნაზარბაევმა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი დაარწმუნა, რომ ასტანა ბირთვულ
იარაღს არ ჰყიდის ირანს.
შიმონ პერესის ვიზიტისას
ყაზახეთში, მან პრეზიდენტ ნაზარბაევს მოუწოდა შეწყვიტოს ურანის მიყიდვა ირანზე. ნაზარბაევმა
თავის მხრივ უარყო ასეთი ფაქტის არსებობა.ორმა ლიდერმა სხვა საკითხებიც განიხილეს,
მათ შორის ვაჭრობა, ტექნოლოგიები და ისრაელ პალესტინის პრობლემის მოგვარებისადმი მიძღვნილი
მოლაპარაკებები.პრეზიდენტმა ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი მხარს უჭერს ისრაელისა
და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობას და რომ მისი ქვეყანა ასევე დაინტერესებულია
მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში. პერესი ყაზახეთში აზერბაიჯანში სტუმრობის
შემდეგ ჩავიდა.