ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარი აფეთქებისას 2 ადამიანი დაიღუპა



ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ბაღდადში ავტობუსების გაჩერებაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 2 ადმიანი და დაიჭრა 26.

აშშ-ის ჯარის ერაყიდან გაყვანამდე რამოდენიმე დღე რჩება და ამ ფონზე ძალადობა დღითი დღე მატულობს.

ამას გარდა დედაქალაქის დასვლეთით ქალაქ ფალუჯაში თავდასხმის დროს 4 პოლიციელი დაიღუპა. ბაღდადის აღმოსავლეთით კი აშშ-ის სამხედროების განცხადებით, პატრულირების დროს გზისპირა ნაღმის აფეთქებისას ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.

დღეს, ქალაქ სადრში, შიიტებით დასახლებულ ოლქში ოთხშაბათს მომხდარი დაბომბვების დროს დაღუპულთა დასაფლავების ცერემონია შედგა. აფეთქებებმა 72 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავდა 160 ადამიანი.

როგორც აშშ-ის ისე ერაყის ლიდერები აცხადებენ , რომ აშშ-ის ჯარის გაყვანის დროის მოახლოებასთან ერთად ძალადობა გაიზრდება.

XS
SM
MD
LG