ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში  პრეზიდენტ ბარაკ ობამას აკრიტიკებენ


აშშ-ში პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმისთვის რომ იგი არასაკმარისად მკაცრია ირანში მიმდინარე მოვლენების გამო. აშშ-ის ოფიციალური პირები კი იცავენ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას, რომელიც მათი აზრით სწორად იქცეწვა შექმნილ სიტუაციაში. თეთრი სახლის სპიკერი რობერტ გიბსი აცხადებს, რომ მრავალ ირანელს სურს რომ ამერიკა დომინირებდეს მოვლენებში, მაგრამ პრეზიდენტი ხვდება , რომ ეს საქმეს არ დაეხმარება.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგის განცხადებით იგი არ ეთანხმება იმ კრიტიკულ მოსაზრებას, რომ ობამას ადმინისტრაციას ფრთხილი დამოკიდებულება აქვს ირანში მომხდარი ძალადობების მიმართ. მან აქვე აღნიშნა რომ კონგრესში მრავალმა გავლენიანმა რასპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებელმა გაიაზიარა ობამას მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ირანს ეხება და ირანელებისვე გადასაწყვეტია მათი მომავალი. რესპუბლიკელმა სენატორმა და ყოფილმა პრეზიდენტობის გკანდიდატმა ჯონ მაკეინმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა და მის ქმედებებს ირანში შექმნილ სიიტუაციასთან დაკავშირებით მოკრძალებული უწოდა.


XS
SM
MD
LG