უკრაინიდან
მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქალაქ დონეცკთან მდებარე ქვანახშირის
მაღაროში გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევას ცხრა მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ინფორმაციის თანახმად, სკოჩინსკის მაღაროდან დაღუპულთა გვამები უკვე ამოიტანეს.
უბედური შემთხვევა მეთანის გაზის გაპარვამ გამოიწვია. ამ დროს მაღაროში
ორმოცდათერთმეტი კაცი იმყოფებოდა. ეს მაღარო მანამდეც ძალზე საშიშ მაღაროთა
კატეგორიაში იყო გასული. მოძველებული საბჭოთა ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების
სტანდარტების შეუსაბამობის გამო უკრაინის მაღაროები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე
საშიშ მაღაროებად ითვლება. შეგახსენებთ, რომ შარშან იმავე რეგიონში მდებარე მაღაროში
მომხდარ აფეთქებას თორმეტი მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა.