ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოსე მანუელ ბაროსო თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენას აპირებს


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოსე მანუელ ბაროსომ განაცხადა, რომ მას სურს მეორე ვადით ევრო კავშირის უმაღლესი კომისარის თანამდებობაზე დარჩენა.

ბაროსომ და ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა იან ფიშერმა, მედიის წინაშე განაცხადეს რომ ფიშერის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე ჟოსე მანუელ ბაროსომ თანხმობა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩეხეთი ევრიკავშირს თავმჯდომარეობს.

გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირას მიიღება, როდესაცშედგება ევროკავშირის სამიტი.

ბაროსო ინიციატორია ევროპის ფინანსური სექტორის რეფორმებისა.მისი განცხადებით ჩვლელებები უნდა განხორციელდეს სასწრაფოდსან ჯერ კიდევ კრიზისის შედეგები შეიგრძნობა.

ჟოსე მანუელ ბაროსო ევროკომისიი პრეზიდენტობამდე პორტუგალიის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მოღვაწეობდა ორი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG