ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თალიბებმა  თალიბებმა სამხედრო ბადრაგს გაუხსნეს ცეცხლი


პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად თალიბებმა სამხედრო ბადრაგს გაუხსნეს ცეცხლი და ორი ტუსაღი გამოასალმეს სიცოცხლეს რომლებიც სვატის ველზე პაკისტანის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდნენ, რომელიც ისლმაბადმა ახლახან დაარღვია. პაკისტანის არმიის წარმომადგენელის განცხადებით პატიმრები მალაკანდიდან ფეშავარში გადაჰყავდათ, როდესაც ბადრაგის მანქანა ნაღმზე ააფეთქეს და შემდგე უშიშროების თანამშრომლებს გაუხსნეს ცეცხლი. ერთი ოფიცერი მოკლეს და 5 დაჭრეს. პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით დაიღუპნენ პატიმრებიც მუჰამედ ალამი და ამირ იზათი, რომლებიც ტერიქ-ი-ნიზაფ-ი-მუჰამედის შეიარაღებული დაჯგუფების წვერები იყვნენ. ამ დაჯგუფების ხელმძღვანელმა მაულანა სუფი მუჰამედმა დიდი როლი შეასრულა სვატის ველზე მთავრობასტან მიღწეულ შეთანხმებაში რომელიც თალიბთა განიარაღების სანაცვლოდ ამ რაიონში შარიათის კანონების შემოღებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG