ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მძევლები გაანთავისუფლეს


პაკისტანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თალიბებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყნის ჩრდილოეთში მძევლებად აყვანილი მოსწავლეები და მათი მასწავლებლები გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციის თანახმად, რეგიონში მობინადრე ტომების უხუცესებთან მოლაპარაკებების შემდეგ თალიბები ორმოცდაექვსი მოსწავლისა და ორი მასწავლებლის გათავისუფლებას დაჰყაბულდნენ. თალიბებმა საფრანგეთის მედიას განუცხადეს, რომ მძევლების გათავისუფლება რეგიონში მშვიდობის დამყარებას ემსახურება. ასევე დღეს შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკმა პაკისტანის ჩრდილოეთში მიმდინარე ბრძოლების რეგიონიდან ლტოლვილების ბანაკი მოინახულა. პაკისტანის პრეზიდენტთან ასიფ ალი ზარდარისთან შეხვედრის სემდეგ ბატონმა ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ ამერიკა პაკისტანში ბრძოლების რეგიონიდან გახიზნული ორ ნახევარი მილიონი ადამიანის დასახმარებლად დამატებით ორას მილიონ დოლარს გამოყოფს.

XS
SM
MD
LG