ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ ბრაუნი: სავარაუდოდ, ალ-ყაიდამ ბრიტანელი მძევალი სიცოცხლეს გამოასალმა



ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის განცხადებით დიდი ალბათობა არსებობს იმისა რომ მალიში მოქმედმა ალ-ყაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ ბრიტანელი მძევალი სიცოცხლეს გამოასალმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად ედვინ დუერის მკვლელობა ბარბაროსულ ხასიათს ატარებდა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ისლამურ მაღრიბში ალ-ყაიდას სახელით ცნობილი დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ბრიტანელი ტყვე 31 მაისს დასაჯეს სიკვდილით.აღნიშნული საკითხი გორდონ ბარუნმა მალის პრეზიდენტთან ერთად განიხილა. საკუთარი მოქალაქის დაღუპვის მიუხედავად ბრიტანეთის ხელისუფლება არც მომავალში აპირებს ტერორისტების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.მალის ტერორისტები ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ედვინ დუერის სანაცვლოდ იორდანელი სასულიერო პირის აბუ ქათადას განთავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც 2002 წელს დაპატიმრეს ბინ ლადენთან კავშირის გამო.
XS
SM
MD
LG