ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთ საქართველოში  რკინიგზის მაგისტრალი ააფეთქეს


დასავლეთ საქართველოში აფეთქების შედეგად რკინიგზის მაგისტრალის მცირე მონაკვეთი დაზიანდა.ოფიციალური პირების განცხადებით ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტს.

აფეთქება დღეს გარიჟრაჟზე ზუგდიდი- ხობის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით ადგილი ჰქონდა საათის მექნიზმიანი ბომბის აფეთქებას, მაგრამ ცნობილი ამ დროისათვის არაა ვის მიერ იყო ეს აქტი ჩადენილი.

აფეთქებისგან არავინ დაზიანებულა, სამგზავრო მატარებელს ამ ტერიტორიაზე ორი საათის შემდეგ უნდა ჩაეარა

XS
SM
MD
LG