ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქება მოხდა


ოფიციალური განცხადების თანახმად, პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად ოცდასამი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია ორასზე მეტი კაცი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეირაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს პოლიციის განყოფილებაზე და ხალხმრავალ ქუჩაზე ავტომობილი ააფეთქეს. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი რეჰმან მალიკი ტერაქტის მოწყობაში თალიბებს ადანაშაულებს. მისი თქმით ტერაქტი ქვეყნის ჩრდილოეთში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაზე გამოხმაურებაა. დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი. ჯერ-ჯერობით ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG